|
2017-09-06 08:29:05, 2262 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საზაფხულო ბანაკში არტმარათონი ჩაატარა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“, ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე ბანაკში არტმარათონი ჩაატარა. ბანაკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კოლეჯ ,,აისის“ ბაზაზე დღეს დაიხურება. პროექტის ფარგლებში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლები შეხვდნენ საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს, გააცნეს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე ახალგაზრდული პროგრამები. პროექტის მიზანია მოზარდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ღონისძიებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო, რომელმაც არტ-მარათონში გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაში 14-17 წლის 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)