|
2017-09-06 05:25:23, 2265 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა გაიხსნა
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 82 -მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმი კი 76 -ია. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოცამდე საკითხი. მათ შორის დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ხდება ვეტერინარიის მაგისტრის ტერმინის განმარტება, აგრეთვე განიმარტება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარის სერტიფიკატი და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. წესრიგდება ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციები, აგრეთვე შესაბამის მუხლებში აისახება აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი საკითხები - სასწავლო გრანტის მიღების, ეროვნული გამოცდების, საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საკითხები. პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას განმარტებით კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა გამოწვეულია ამ სფეროში მიმდინარე რეფორმის გამო. დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტს „საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, ასევე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს. პარლამენტი მოისმენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს ასევე პარლამენტის საპროცედურო საქმეთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშს.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)