03:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 05:21:53, 2258 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში ორი ლემური დაიბადა

თბილისის ზოოპარკში ორი ლემური დაიბადა.

ინფორმაციას ზოოპარკის პრესსამსახური ავრცელებს:

„ჩვენს ლემურს, ქალბატონ კიჭას ტყუპები გაუჩნდა. ორი ცანცარა და გაწლიკული ლემურიკო. ფარფალა ყურებით, წვნიკი კისრებითა და დაყვლეპილი თვალებით უცხოპლანეტელებს ჰგვანან. სულ დედას არიან ჩაფრენილები და ასე, ზურგზე ამხედრებულები შეიმეცნებენ სამყაროს. გუშინ პირველად გამოვუშვით გარე ვოლიერში და ახლა თქვენც შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოინახულოთ.

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ბუნებაში კატისებრი ლემურის ნახვაა შესაძლებელი, კუნძული მადაგასკარია. ამ ცხოველს სხვა სახეობის ლემურებისგან გრძელი, რგოლებით მოხატული კუდი განასხვავებს. აქტიურია დღის განმავლობაში. შესანიშნავად დაძვრება ხეებზე, თუმცა მიწაზეც დიდ დროს ატარებს. კატისებრი ლემურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია“, - აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics