15:27 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 10:45:30, 2224 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობა.

პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს და საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლონეთის ფართო გამოცდილების გაზიარებისა და ამ პროცესში პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების საჭიროებას და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგის გააქტიურებისათვის 2018 წლის NATO-ს სამიტის მნიშვნელობა შეაფასა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ასევე, ვიშეგრადის ჯგუფთან რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას და აღინიშნა ვიშეგრადის ჯგუფსა და შავი ზღვის რეგიონის პარტნიორული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობა. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ორივე ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

,,საქართველოში ყოფნისას პრეზიდენტები საქართველო და პოლონეთის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობაზე გადასვლაზე შეთანხმდნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე კი, ამ მიმართულებით არსებულ ფორმატებზე ისაუბრეს. პრეზიდენტი დუდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევრო და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და ის დაჰპირდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მომავალი სამიტისთვის, ბრუსელში ის ყველაფრით შეეცდება, რომ საქართველოს დღის წესრიგი წინ წაიწიოს'', - აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics