|
2017-09-05 06:31:08, 2238 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება
“მზის გოგონები“ („Girls on the Sun”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობს. ახალი ფილმის გადაღებები კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების, ქალთა ბატალიონის “მზის გოგონების ხელმძღვანელია”, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა, მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყება, ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ხოლო, ფილმის ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები, კერძოდ: ახალციხესა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)