|
2017-09-03 09:36:50, 3103 ნახვა
პოლიტიკა
ონის მერობის კანდიდატი მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ემზარ საბანაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ განცხადება ემზარ საბანაძემ ამბროლაურში, მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგგააკეთა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის იმედების გასამართლებლად, ძალისხმევას არ დაიშურებს. „მინდა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო და ყველასშევპირდე, რომ პარტიის, მისი თავმჯდომარის, ხალხის იმედებს გავამართლებ. არ დავიშურებ ძალას და ენერგიას, რომ ჩემი გამოცდილება ჩემივე ხალხისა დაკუთხის საკეთილდღეოდდავხარჯო“,-აღნიშნა ემზარ საბანაძემ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ონის მერობის კანდიდატის თქმით, მისი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტშიინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება. „ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაიქნება. ასევე, სოციალური, სამედიცინო მიმართულება და სხვადასხვა საკითხები. იმედია, ხალხისა და ხელისუფლების ხელშეწყობით ამ ყველაფერს თავსგავართმევთ“,-განაცხადა მერობის კანდიდატმა. პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)