|
2017-09-03 09:05:12, 2619 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლენტეხის მერობის კანდიდატი ბადრი ლიპარტელიანი იქნება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლენტეხისმერობის კანდიდატი ბადრი ლიპარტელიანი იქნება. ის მხარდამჭერებსმერობის დანარჩენ სამ კანდიდატთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. როგორც ლიპარტელიანმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, უმუშევრობისა და ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას გეგმავს. „ლენტეხის რაიონში უამრავი პრობლემაა. მინდა, რომ ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას გააჩნია, ხალხთან ერთად აღმოვფხვრა. მოსახლეობის მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა. პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)