|
2017-09-01 10:58:42, 2587 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: ამერიკელ კონგესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს და ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას, კონგრესმენ ჰაროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. „ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრები მიესალმებიან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც მათ გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად გააცნო. საუბარი ასევე შეეხო იმ მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც აშშ-ის დაფინანსებით ხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. კონგრესმენებმა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ასევე, მადლობა გადაუხადეს საქართველოს, საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის. აშშ-ის კონგრესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები - ჰენრი კუელარი, ჯონ დუნკანი, ჯონ კარტერი, ჩარლზ ფლაიშმანი, სტივ ვუმაკი იმყოფებიან. შეხვედრას, საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)