|
2017-08-30 05:43:33, 2520 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ს გრძელვადიანი დამკვირვებლების დელეგაცია საარჩევნო პროცესებს დააკვირდება
საქართველოში 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს NDI -ის გრძელვადიან დამკვირვებელთა დელეგაცია დააკვირდება. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინფორმაციით, მისია შედგება 15 საერთაშორისო დამკვირვებლისგან, რომლებიც პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს, საარჩევნო ექსპერტებსა და რეგიონის სპეციალისტებს წარმოადგენენ. „დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შედის ორი გრძელვადიანი ანალიტიკოსი, რომლებიც არჩევნების პროცესში დეზინფორმაციის როლსა და საარჩევნო პროცესებში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას დააკვირდებიან. დელეგაცია საქმიანობას სექტემბრის დასაწყისში შეუდგება და საარჩევნო პროცესების დასრულებამდე გააგრძელებს. ჯგუფის წევრები ქვეყნის მასშტაბით განაწილდებიან, სადაც ადგილობრივ დონეზე მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან“,-აცადებენ NDI-ში. არჩევნებამდე მისია ერთ შუალედურ ანგარიშს, არჩევნების დღის შემდეგ კი - მეორე ანგარიშს გამოსცემს. რაც შეეხება არჩევნების საბოლოო შეფასებას, იგი საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. „თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში განაწილდებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან. არჩევნების დღისთვის მისიის წევრებს მოკლევადიანი დამკვირვებლების მაღალი დონის დელეგაცია შემოუერთდება. არჩევნების დღეს NDI-ის დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან. NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სადამკვირვებლო მისიას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს“,-განმარტავენ NDI-ში.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)