|
2017-08-18 17:39:51, 3261 ნახვა
პოლიტიკა
შავგულიძე: თუ ხელისუფლებას სურს, ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს, ჩვენ აქ არ დავრჩებით
„ხელისუფლებას თუ სურს, რომ მხოლოდ მის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე არ დავრჩებით“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. „სრულად საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე თუ არის მსჯელობა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან და ამ სისტემის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. თუ ხელისუფლებას სურს, რომ იმსჯელოს მხოლოდ მის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ ანუ რომ საარჩევნო სისტემა უნდა შენარჩუნდეს მაჟორიტარულ-პროპორციული, ამ შემთხვევაში ეს არის მისი კონსტიტუცია, ეს არის მხოლოდ მისი იდეა, ამაზე არსად არავის არც კი უმსჯელია. შესაბამისად აქ მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩვენ არ დავრჩებით“,-განაცხადა შავგულიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უძღვება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)