|
2017-08-18 12:40:08, 3294 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: იმედია, დიალოგის ეს პროცესი არ იქნება ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა იყო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ გარკვეულწილად გადაფასება და იმ შეცდომების აღიარება მოხდა, რომელიც დიალოგის არ ქონას უკავშირდებოდა. „შესაბამისად, ჩიხიდან გამოსვლის გზა იქნა შემოთავაზებული, პირველი ნაბიჯები იქნა შემოთავაზებული და ეს მისასალმებელია. ამავდროულად, გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის ეს პროცესი დაემყარება რეალური კონსენსუსის მიღების იმედს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უახლესი წარსულის გამოცდილება არ იძლევა მაღალი ნდობის რესურსს, იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორიც ეს იყო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა ამ პერიოდამდე“,-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)