22:57 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 12:07:15, 2334 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ბაღებში სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი 2017-2018 სააღმზრდელო წელი  18 სექტემბერს დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას ბრძანებით, სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ შენობების სანიტარული დამუშავება, სამშენებლო ნარჩენების გატანა იმ ბაღებიდან, სადაც მიმდინარე არდადეგების პერიოდში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა.

ასევე, ბაგა-ბაღების ეზოების და შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი, ცენტრალური გათბობის სისტემების შემოწმება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება სააღმზრდელო პროცესის სათანადო პირობებში დაწყების უზრუნველყოფისათვის.

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics