09:48 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 08:40:23, 359 ნახვა

მსოფლიო
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა

დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა. რესპუბლიკელმა კენ პაქსტონმა ტეხასის სენატისთვის ბრძოლა დემოკრატ ჯეიმს ტალარიკოსთან წააგო, AP-ის პროგნოზის თანახმად.

ტეხასი ტრადიციულად რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დასაყრდენად ითვლება. დემოკრატს იქ სენატის არჩევნებში გამარჯვება 1988 წლიდან არ ჰქონია.

ჯეიმს ტალარიკო — 34 წლის შტატის წარმომადგენელი, ყოფილი მასწავლებელი და პასტორი, რომელიც TikTok-ისა და პოდკასტების ვარსკვლავი გახდა. მოწინააღმდეგეა სკანდალებით ცნობილი გენპროკურორი კენ პექსტონი. ტეხასში დემოკრატს 1994 წლიდან შტატის მასშტაბით არ მოუგია, მაგრამ NYT/Siena ტალარიკოს 50% vs 43% უპირატესობას აძლევს. მისი მოგება პოლიტიკურ მიწისძვრას ნიშნავს.

 რესპუბლიკელები შტატში აკონტროლებენ ყველა ძირითად არჩევით თანამდებობას, მათ შორის გუბერნატორის პოსტს, და ფლობენ უმრავლესობას ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics