09:10 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 18:55:24, 2275 ნახვა

საზოგადოება
გორისციხეზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა - ხანძარს მატერიალური ზიანი არ გამოუწვევია

გორისციხეზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსი განუცხადეს, ხანძარი გორისციხის ფერდობზე, ხმელ ბალახს გაუჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

"მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება ძალიან მალე, უმოკლეს დროში შეძლეს. ხანძრის ლიკვიდირებისთვის სამაშველო ბრიგადან წყლის ჭავლი და სხვა შესაბამისი ხელსაწყოები გამოიყენა", - აცხადებენ სააგენტოში.

გარდა ამისა, სააგენტოში ამბობენ, რომ ხანძარს მატერიალური ზიანი არ გამოუწვევია.  

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლი მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს. 

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics