|
2017-08-16 19:41:01, 3208 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ამერიკელი ექსპერტი: 2008 წლის ომით რუსეთმა სამხედრო ძალდატანება აჩვენა, რათა გავლენა შეენარჩუნებინა
ვფიქრობ, 2008 წლის ომით რუსეთმა სამხედრო ძლიერება და ძალდატანება აჩვენა, რათა განევრცო და შეენარჩუნებინა გავლენა ე.წ. ახლო სამეზობლოზე, - ამის შესახებ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსმა ექსპერტმა და აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილმა წევრმა ჩარლზ კუპჩანმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა. როგორც მკვლევარმა განმარტა, ეს კონკრეტული შემთხვევა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის მთავრობას შორის მზარდი რიტორიკის პროდუქტი იყო. "არაერთის აზრით, რუსეთი საქართველომ წააქეზა საკუთარი სამხედრო მოქმედებით და მუქარით სამხრეთ ოსეთისადმი, მაგრამ ეს იყო რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ საკუთარი ძალის დემონსტრირება ე.წ. ახლო სამეზობლოს გასაკონტროლებლად. ეს ქმედება ძალიან ჰგავს იმას, თუ რა გააკეთა მოსკოვმა უკრაინაში 2014. მიმაჩნია, რომ საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო რეაქცია უფრო მოზომილი იყო რუსეთის ინტერვენციასთან შედარებით უკრაინაში. აქაც, არის მოსაზრებები, რომ აშშ-ის ან მისი არც ევროპელი მოკავშირეების რეაქცია არ ყოფილა შესატყვისი, იმდენად რამდენადაც იყო სურვილი რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსების. თუმცა ეს უკვე შეუძლებელიც კი გახადა რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში 2014-ში. ამის შემდეგ კი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების რღვევა დაიწყო", - განაცხადა ჩარლზ კუპჩანმა. ამასთან, ჩარლზ კუპჩანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტზეც ისაუბრა. მისივე თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რამ გადააწყვეტინა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა. "ცხადია, რომ რასაც ბოლო თვეებია ვხედავთ - ეს უკვე ესკალაციაა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების. ცოტა ხნის წინ, კონგრესმა დიდი სხვაობით მიიღო სანქციების კანონმდებლობა რუსეთის წინააღმდეგ. მას პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. ვნახეთ, როგორ გააძევა რუსეთმა ამერიკელ დიპლომატთა დიდი შემადგენლობა მოსკოვში მდებარე საელჩოდან. სულ ბოლოს კი ვნახეთ შეჯიბრი ვიზიტებით - მაიკ პენსი საქართველოში, ბალკანეთში, ბალტიისპირეთში ჩავიდა, რასაც პუტინის ჩასვლა მოჰყვა აფხაზეთში. ეს ყველაფერი კი რუსეთსა და ნატოს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ვითარდება ნატო რამდენიმე ათას დამატებით ჯარისკაცს გზავნის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, რუსეთი კი მოგვიანებით ბელორუსში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება", - განაცხადა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)