|
2017-08-09 14:38:57, 2409 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება არაკანონიერია და ქართველების დისკრიმინაციას ემსახურება
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პოლონეთი აკვირდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. "ჩვენ სასტიკად ვეწინააღმდეგებით მილიტარიზაციასა და ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა უარესდება და ამაზე რუსეთი და დე-ფაქტო ხელისუფლებები არიან პასუხისმგებელნი. მოვუწოდებთ, რომ დასრულდეს ადამიანის უფლებების დარღვევა, რადგან შექმნილი ვითარება არაკანონიერია, ქართველების დისკრიმინაციას ემსახურება და მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს", - ნათქვამია განცხადებაში. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. განცხადების თანახმად, საგარეო უწყება არ აღიარებს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი და დე-ფაქტო ხელისუფლებები გადადგამენ არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს პროვოკაციული ნაბიჯებისგან და შეასრულოს ჟენევის მოლაპარაკებების პირობები", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)