|
2017-08-08 17:27:01, 2773 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, - ამის შესახებ eadaily.com იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის და დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება. ამასთან, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. როგორც მედია წერს, შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ამასთან, როგორც "სპუტნიკ-აბხაზია" იტყობინება, რუსეთის ოფიციალური პირების ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ჯანდაცვის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება გაფორმდება, რის ფარგლებშიც ოკუპირებულ რეგიონში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები დახმარებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიიღებენ. ცნობისთვის, ეს ოკუპირებულ რეგიონში ვლადიმერ პუტინის რიგით მეოთხე ვიზიტია. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთს 2009, 2011 და 2013 წლებში სტუმრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)