|
2017-08-03 18:25:07, 2510 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: საქართველო გმობს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და შეშფოთებას გამოხატავს ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. „მ.წ. 30 ივლისის ეროვნული დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნებს კრიტიკული შეფასება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 30 ივლისის ე.წ. არჩევნების შედეგად იგეგმება ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ეროვნული ასამბლეის ჩანაცვლება და, შემდგომში, ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების არაპროპორციულ გაზრდას ისახავს მიზნად. საქართველოს მთავრობა უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)