|
2017-08-03 18:19:39, 2481 ნახვა
პოლიტიკა
ჩიხრაძე „ოცნებას“: საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, ნუ იქნებიან შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, პრეზიდენტთან მიმართებაში განცხადებების გაკეთებისას საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, ნუ იქნებიან შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები. "ამ ხნის განმავლობაში ბევრი შეურაცხყოფა, ბრალდება, ცილისწამება მოგვისმენია პრეზიდენტის მისამართით, მაგრამ მე არ მახსოვს არცერთ ჯერზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიეთითებინათ ერთმანეთისათვის, რომ ასეთი დამოკიდებულება აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დამოკიდებულებას", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველთვის უფრთხილდებოდა ინსტიტუციურ თანამშრომლობას და პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის განმტკიცებისაკენ, რაც ძალიან სჭირდება ქართულ დემოკრატიას, ქართული დემოკრატიის პერსპექტივასა და მომავალს. "არასოდეს, პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, რაიმე კონფრონტაციული ნაბიჯის გადადგმას არც გეგმავდა და არც მომავალში არ გეგმავს. ყველა მისი ნაბიჯი კონსტიტუციურ ჩარჩოში ჯდება და მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს მმართველი გუნდისაგან. ეს ნორმალურია, როცა ამას იღებენ როგორც ძალიან მძიმედ, ეს უკვე არანორმალურია და ამაზე გვმართებს დაფიქრება ყველას ერთად", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)