22:16 - 04 Nov, 2026
|
2017-08-01 17:27:15, 2641 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა სამხედროებთან შეხვედრამდე შერეულ საავიაციო ბაზაზე ისაუბრეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, მრავალეროვანი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, შერეულ საავიაციო ბაზაზე შეხვედრა გამართეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილი და მაიკ პენსი დღეს საქართველოს შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო სწავლებების მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდნენ და მათ სიტყვით მიმართეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)