|
2017-07-21 13:04:20, 2276 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია არ ადასტურებს, რომ „ელიავას ბაზრობის“ მესაკუთრეებს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზეს
თბილისის მერი, დავით ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ელიავას ბაზრობის“ მესაკუთრეებს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზეს, არ ადასტურებს. ტექნიკურ უნივერსიტეტში გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც დედაქალაქის მერი, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ხვდება. შეხვედრას „ელიავას ბაზრობის“ მფლობელებიც ესწრებიან. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ბაზრობის მფლობელები შეხვედრას მოწვეული სტუმრით სტატუით ესწრებიან, რათა გენგეგმის ძირითად მიმართულებებს გაეცნონ. ”არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. დღეს ისინი მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებიან შეხვედრას, რომ გაეცნონ გენგეგმის ძირითად მიმართულებებს. ხოლო, კონკრეტულად ამ საკითხზე მსჯელობა საკრებულოში გაიმართება. არანაირი მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ისინი იყვნენ ჩემთან, მათ წარმომიდგინეს თავიანთი განვითარების გეგმები, გენერალური გეგმის ჯგუფს აქვს განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე, რომ მარტო მსჯელობა იქნება დედაქალაქის საკრებულოში. მათი გეგმა გულისხმობს ელიავას ტერიტორიის მოწესრიგებას და განვითარებას, ხოლო, გენერალური გეგმის პოზიცია გულისხმობს იქ რეკრეაციული სივრცის განვითარებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)