22:22 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 11:35:50, 2678 ნახვა

საზოგადოება
PR ინგრედიენტები - მასტერკლასი

21 ივლისს, პარასკევს, 20:00 საათზე, „ეზოში“ GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები და “ეზო“ ღონისძიებას გამართავენ.

პიარის, მარკეტინგის, ბრენდინგისა და ივენთ მენეჯმენტის გურუები სტუმრებს პროფესიულ მასტერკლასს ჩაუტარებენ. სპიკერები  საკუთარ პროფესიულ საქმიანობას სამზარეულოს დაუკავშირებენ და საზოგადოებასთან ურთიერთობას განსხვავებული რაკურსით დაგვანახებენ.

სტუმრები შეიტყობენ თუ რა გემო, არომატი და დიზაინი აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობას.

ღონისძიების სპიკერები არიან:

ელდარ პირმისაშვილი - სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო "პერიტუს ჯგუფის" დამფუძნებელი;

ნანა აბურჯანიძე - ტელეკომპანია პირველის კომერციული დირექტორი;

მაკა ყუბუსიძე - ღონისძიებათა მართვისა და დაგეგმვის კომპანია "ჯორჯიან ივენტსის" აღმასრულებელი დირექტორი;

შოთა ჩინჩალაძე - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დირექტორი და უფროსი ბრენდ კონსულტანტი;

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: გიორგი გასვიანი და ნინი ნუცუბიძე.

ღონისძიების პარტნიორები არიან: Click studio, საკონდიტრო ”ბელაჯიო“, ღვინის კომპანია „ბაიას ღვინო“, giffer.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics