21:51 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 20:50:17, 433 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის

საზოგადოებამ  იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს , - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

მისი თქმით, „ევრონიუსის" ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით და იგივე ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც.

„სამწუხაროდ, არ იყო ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული და იგივეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. ეს შეიძლება იყოს იმის შედეგი, რომ სათანადო ცოდნა, ინფორმაცია არ აქვთ, შესაძლოა, შეგნებულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოებამ  იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში. გარკვეულ ეტაპზე ამ სამარცხვინო კამპანიამ თავის შედეგს მიაღწია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოახდინა ზემოქმედება, თუმცა, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გაიგო და ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics