15:25 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 12:27:05, 2476 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ელჩი: რუსეთი აძლიერებს სამხედრო ძალის არსებობას საქართველოს ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის შეფასებით, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარი სამხედრო ძალის არსებობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია.

როგორც დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ქმედებებზე საუბარი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროსაც იქნება.

მისივე თქმით, რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება, ეს ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაა.

„სამწუხაროდ, ყოველდღე უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მიმართულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობის თუ ნებისმიერი რომელიმე შეთანხმების წინააღმდეგ. ჩვენ, სამწუხაროდ, უკრაინაშიც ვიცით მოსკოვის დაპირებების ფასი, რომლის ნდობაც არ შეიძლება. რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება, ეს ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაა. ეს პრობლემები ჩვენთან ახლოა და ამიტომ ამ თემაზე საუბარი იქნება პრეზიდენტ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ყოველდღიურად ხდება მცოცავი ოკუპაცია. უფრო და უფრო საშიში და საგანგაშო ხდება ე.წ. ბორდერიზაცია და მშვიდობის ნაცვლად, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარი სამხედრო ძალის არსებობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია“, - აღნიშნა იგორ დოლგოვმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებაა. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი მავთულხლართებსა და ხელოვნური ბარიერების გავლების საკითხს შეეხო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics