|
2017-07-06 17:51:28, 2174 ნახვა
საზოგადოება
„არა ოკუპაციას“ - სოფელ ბერშუეთში მდებარე საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მდებარე საოკუპაციო ხაზთან აქცია ლოზუნგით - "არა ოკუპაციას" გაიმართება. როგორც Facebook-ში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საოკუპაციო ხაზთან 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისამდე გაგრძელდება. "ახლახანს, სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზზე ოკუპანტებმა ახალი ბანერი დაამონტაჟეს. ბანერის დამონტაჟების შემდეგ, ათი ჰექტარი მიწის ფართობი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მცოცავი ოკუპაცია კვლავ გრძელდება და უმოქმედობა უნდა დასრულდეს ! 8-9 ივლისს ვიკრიბებით გორის რაიონ სოფელ- ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან. ვაპირებთ კარვების გაშლას და იქ დაბანაკებას. მოხალისეებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მეგობრებო გაითვალისწინეთ შემდეგი მითითებები: არ მოგვაქვს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები; არ მოგვაქვს ალკოჰოლური სასმელები; ხელს გამოაყოლეთ პატრიოტული და პოზიტიური განწყობა!!!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„გვეშინია, ამ უპატრონობის ჟამს რუსები სოფელში არ შემოვიდნენ“ - ბერშუეთის მცხოვრებლები დაცვას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)