05:20 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 17:43:45, 2063 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით სასტუმრო „მედიჰაუსში“ მცირე ბიბლიოთეკა მოეწყო

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერითა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის თაოსნობით საჩხერეში, სასტუმრო “მედიჰაუსში“ მცირე ბიბლიოთეკა მოეწყო.

ეროვნული ბიბლიოთეკისა და მოძრაობა “ეკვილიბრიუმი“- ს ფარგლებში ბიბლიოთეკას 150-ზე მეტი საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნი გადაეცა.

“მოძრაობა “ეკვილიბრიუმი“ გულისხმობს სოფლებსა და მუნიციპალურ ცენტრებში საინფორმაციო ცენტრებისა და ბიბლიოთეკების აღდგენა-განახლებასა და მოწყობას. ამავდროულად გვაქვს ისეთი ტიპის პროექტები, როგორიცაა ღია სივრცეებში სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა. რაც შეეხება სასტუმროს ბიბლიოთეკებს, “მედიჰაუსი“-ს შემთხვევა არის პირველი პრეცენდენტი, რომელიც  ეროვნული ბიბლიოთეკისა და “საჩხერის სამედიცინო ცენტრი“-ს ორმხრივი იდეაა, რომელიც ემსახურება ერთის მხრივ ქართველი სრტუმრებისთვის საინფორმაციო სივრცის შექმნას და, მეორეს მხრივ, უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი მხარეების პოპულარიზაციას. შესაბამისად, ბიბლიოთეკაში განთავსდა როგორც ქართული ისე უცხოური ლიტერატურა - თარგამნები, საინფორმაციო ტექსტები და სხვა“, - განაცხადა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ.  

სასტუმრო კომპლექსი “მედიჰაუსი“ საჩხერის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ მდებარობს და მოიცავს როგორც სტუდენტურ საცხოვრებელს, ასევე სასტუმროს შენობას. შესაბამისად, “მედიჰაურის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ სასაიმოვნო და კომფორტულ გარემოში დასვენების პარალელურად საინტერესო ლიტერატურასაც გაეცნონ.

საჩხერის შემდეგ მოძრაობამ სამტრედიაში გადაინაცვლა, სადაც “ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში პატარა ბიბლიოთეკა #2 სკოლის მოსწავლეებისთვისაც მოეწყო“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics