|
2017-07-05 21:43:03, 2237 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ სანაპირო ზოლზე არსებულ ბანერებს და ამკრძალავ ზოლებს, არ გაცდნენ მაშველთა პატრულირების არეალს და არ შევიდნენ წყალში ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. „ასევე, ყურადღება მიაქციონ ბავშვებს და მოზარდებს. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს. თავი შეიკავონ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის. შავ ზღვაში დღეს 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. მაშველებმა, ბათუმის სანაპიროსთან ზღვაში 14 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორი კი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირი იყო“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. მათივე ცნობით, გრძელდება 45 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები, რომელიც 2 დღის წინ, სავარაუდოდ, ზღვაში დაიკარგა. საშტორმო მდგომარეობის გაუქმებას ზეგიდან ვარაუდობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)