|
2017-07-05 14:22:56, 2026 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეთხილეობის დარგში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თხილის და სხვა კაკლოვანი კულტურების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მეთხილეობის დარგში შექმნილ ვითარებაზე, თხილის მოსავლის შემცირების მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საბჭოს სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის განცხადებით, მეთხილეობა ის დარგია, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებული პოტენციალი აქვს და, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურადაა მხარდაჭერილი. „თხილის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს დარგის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ფერმერებთან, რათა კომპლექსური და ეფექტიანი ღონისძიებები გატარდეს თხილის ფართობების შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად“ , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. უწყების ინფორმაციით, სხდომაზე დარგობრივი ასოციაციების, დონორი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსა და მწარმოებლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინეს. უხვი ნალექის მიუხედავად, ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 35 000 ჰექტარია დამუშავებული. განმეორებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, მავნებლის გავრცელება შემცირებულია, რაც ჩატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაის-ივნისში მოსული ნალექების ინტენსივობამ და რაოდენობამ (მაისში მოსულმა ნალექებმა ორჯერ გადააჭარბა საშუალო წლიურ მაჩვენებელს) ხელსაყრელი პირობები შექმნა თხილში სოკოვანი დაავადებების გავრცელებისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა სხვადასხვა ჯგუფის სოკოვანი ორგანიზმები. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ეფექტიანი პრეპარატების შერჩევასა და ქიმიური წამლობის ვადების დადგენაზე მუშაობენ. საკითხის მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარების მიზნით, თურქეთის აგრარული უნივერსიტეტიდან თხილის დაავადებების სპეციალისტია მოწვეული, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად დასავლეთ საქართველოში კვლევებს ჩაატარებს. (NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)