|
2017-07-05 12:48:53, 2081 ნახვა
საზოგადოება
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ხანძარია
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მყარი ნარჩენები იწვის. მათივე ცნობით, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ მოსახლეობას რაიმე მატერიალური ზიანი მიადგეს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. „ეს არის ჰექტარ ნახევარი ფართობი. იმის საფრთხე, რომ მოსახლეობას მიადგეს რაიმე მატერიალური ზიანი არ არსებობს. ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ შეტყობინების მიღებისთანავე ჩვენი სახანძრო- სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რამდენიმე საჯგუფი მუშაობს. ასევე ჩართული არის ტექნიკა, ტრაქტორებზეა საუბარი. ისინი ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას, მაგრამ ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ქარია და სამუშაოებს ხელს უშლის“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)