|
2017-07-04 17:02:55, 2112 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია გერმანული ავტოკორპორაციის „დაიმლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, გერმანული ავტოკორპორაციის „დაიმლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისა და ავტოპარკის სამომავლო განახლების გეგმაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ავტოკორპორაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და „დაიმლერის“ მიერ წარმოებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისა და მათი უახლესი ტექნოლოგიებით ოპერირების გეგმის პრეზენტაცია გამართეს. კომპანია „დაიმლერი“ მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ ამზადებს ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტს, მათ შორის, ავტობუსებსა და მინი-ვენებს. თბილისის მერმა გერმანულ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთ ცნობილ გერმანულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობა ქართული მხარისთვის საინტერესო იქნება. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის ავტოპარკის განახლების 4-წლიანი გეგმის ფარგლებში ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება და ახალ ავტობუსებზე ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში კომპანია „დაიმლერს“ მასში მონაწილეობის საშუალება ექნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)