16:32 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 15:37:20, 387 ნახვა

სამართალი
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება 50 000 ლარიანი გირაო გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ადვოკატის ცნობით, კოხტაშვილის საექიმო საქმიანობას არაფერი შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ ექნება.

"მარეხ კოხტაშვილთან (მაია ექიმთან) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ხალხის მიერ აგროვილი 50 ათასი ლარი რეჟიმის პროკურატურამ ჯარიმაში წაიღო!", - წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.

ექიმი მაია კოხტაშვილი 11 სექტემბერს, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით დააკავეს.

12 სექტემბერს 50 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს, გირაოს თანხა იმავე დღეს მოქალაქეებმა შეაგროვეს.

ექიმს ფსიქოტროპულ მედიკამენტზე ყალბი რეცეპტის დამზადებასა და გაცემას ედავებიან.

მაია კოხტაშვილმა სასამართლოში თქვა, რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა. ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია
გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება 50 000 ლარიანი გირაო გაუფორმდა
პაპუაშვილი – ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics