03:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 13:10:35, 1870 ნახვა

საზოგადოება
სეს: თბილისში, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნესოპერატორიდან, საწარმოო პროცესი 73-ს შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნესოპერატორიდან საწარმოო პროცესი 73 მათგანს შეუჩერდა.

„მიმდინარე თვის სახელმწიფო კონტროლის შედეგები ცხადყოფს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინება ბიზნესოპერატორების მიერ აქტიურად ხდება. თბილისის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნესოპერატორიდან საწარმოო პროცესი 73 მათგანს შეუჩერდა, თუმცა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე გამოასწორა გამოვლენილი შეუსაბამობები და ყველა მათგანს აღუდგა საწარმოო პროცესი, რაც აშკარად დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ შემოწმებული ბევრი ობიექტი უვნებლობის და ჰიგიენის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.

სეს-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით ივნისში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები შეაჯამა.

ცნობისთის, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა 730 ინსპექტირება, 734 დოკუმენტური შემოწმება, 43 ზედამხედველობა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 262 ნიმუში. კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 112 ბიზნეოპერატორს, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე კი, 281 დაჯარიმდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 730 ინსპექტირებიდან 251 თბილისში განხორციელდა, დოკუმენტურად 249 ბიზნესოპერატორი შემოწმდა, გამოვლენილი დარღვევების გამო, 121 დაჯარიმდა. თბილისის სარეალიზაციო ობიექტებიდან ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათის 31 ნიმუშია აღებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics