|
2017-07-04 11:49:34, 2275 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
საია: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის არჩევნების არაძალადობრივ გარემოში ჩატარება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გარკვეული სახის ხარვეზები გამოვლინდა, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით. ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული ხარვეზები თვითმმართველობის არჩევნებისთვის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. „ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ, არაძალადობრივ და თანასწორუფლებიან გარემოში ჩატარება. წინა არჩევნების დროს დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ფაქტი, რაზეც, სამწუხაროდ, რეაგირება დღემდე არ მომხდარა. ასეთი ქმედებების დაუსჯელობა, ბუნებრივია, რისკებს აჩენს, რომ მსგავსი ქმედებები მომდევნო არჩევნების დროსაც განმეორდეს“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, საია კონფერენციას თემაზე: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ მართავს. კონფერენციაზე ორგანიზაციამ 5 ძირითადი რეკომენდაცია წარადგინა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით მომდევნო არჩევნებისთვის უნდა შეიცვალოს: წინასაარჩევნო, არჩევნების დღის და შემდგომი პერიოდის დარღვევების დროული გამოძიება; არჩევნებში ჩართული უწყებების კარგი საქმიანობა; ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ; სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ერთგბაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)