შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპისთვის სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.

" />
03:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 11:55:10, 1998 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტებს შორის 18 მსჯავრდებულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპისთვის სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.

მიმინოშვილის თქმით, აბიტურიენტთა რეგისტრაცია ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო. მისივე განმარტებით, რამდენიმე აბიტურიენტი, რომელიც მეორე ნაკადში იყო განაწილებული, შეცდომით დილით გამოცხადდა, თუმცა მათ პრობლემები გამოცდაზე გასვლასთან დაკავშირებით, არ შეექმნებათ. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, აბიტურიენტებს შორის 18 მსჯავრდებულია. მსჯავდებულებს შორის კი  ერთი გოგონაა.

„8:00 საათზე ტრადიციულად დაიწყო რეგისტრაცია პირველი ნაკადისთვის და ზუსტად 9:00 საათზე დასრულდა რეგისტრაციის პროცესი და 9:00 საათზე უკვე ყველა აბიტურიენტი ერთდროულად დაიწყებს მუშაობას ტესტურ დავალებებზე. პირველ ნაკადში 9 000-მდე აბიტურიენტი იღებს მონაწილეობას, მეორე ნაკადზეც ველოდებით იგივე რაოდენობას და რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე. რამდენიმე აბიტურიენტი იყო, რომელსაც ნაკადი აერია და საბედნიეროდ პირველი ნაკადია დღეს და აქედან გამომდინარე, პრობლემა არ შეექმნებათ, მეორე ნაკადზე იყვნენ განაწილებულები და მოვლენ ჩვეულებრივად“,-აღნიშნა მიმინოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics