|
2026-11-03 13:04:14, 331 ნახვა
სამართალი
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 359 ათასი ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო. გამჭვირვალობის ცნობით, აღნიშნული კომპანიის მფლობელებს შორის არიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გივი კუბლაშვილი, გიორგი გაბუნია და თამაზ ცვარიანი. საუბარია შპს Construction Service-ზე, რომელმაც სექტემბერ-ოქტომბერში სახელმწიფო ტენდერებიდან ყველაზე მსხვილი, 41.1 მილიონი ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიუჯეტის ფულით ყოფილი ჩინოვნიკები და მმართველი პარტიის სპონსორები მდიდრდებიან. "23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი - ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი დონორი ხარ. შპს Construction Service-მა სექტემბერ-ოქტომბერში სახელმწიფო ტენდერებიდან ყველაზე მსხვილი, 41.1 მილიონი ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება გაიფორმა. აქედან ორი ტენდერი სრულიად უკონკურენტოდ მოიგო: 27.9 მილიონი ლარი „საქართველოს მელიორაციისგან“ ფოთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის (უკონკურენტოდ). 5 მილიონი ლარი თბილისის მერიისგან ქალაქში საყრდენი კედლების მოსაწყობად (უკონკურენტოდ). 8 მილიონი ლარი ისევ თბილისის მერიისგან მტკვრის სანაპიროზე კედლის სარეაბილიტაციოდ. ვინ დგას მილიონიანი კონტრაქტების უკან? კომპანიის მფლობელებს შორის არიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გივი კუბლაშვილი, გიორგი გაბუნია და თამაზ ცვარიანი. მათ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 359 000 ლარი აქვთ შეწირული. პარტიული ლოიალობა მათთვის ძალიან მომგებიანია. 2014 წლიდან კომპანიამ ჯამში 266 მილიონ ლარზე მეტის 73 ტენდერი და 9 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. მეტიც, 2023 წელს მოგებული 60.5 მილიონიანი ტენდერის ღირებულება, რომელიც ახალი ავტობაზის მშენებლობას გულისხმობდა, მერიამ 2026 წლის სექტემბერში დამატებით 6 მილიონი ლარით (ზუსტად 10%-ით) გაუზარდა, სამუშაოების ვადა კი 2 წლით გადაუწია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)