03:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 10:44:39, 1904 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ივლისს ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

საქართველოს ტერიტორიაზე 6 ივლისის ჩათვლით, ცხელი, თუმცა ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +38 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 4 ივლისს  ჰაერი +40 გრადუსამდე გათბება, 5-6 ივლისს +34 გრადუსი სითბო და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ასევე შესაძლებელია სეტყვა.

დღეს დედაქალაქ თბილისში +30 გრადუსი სითბო  მოსალოდნელი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 4 ივლისს +39 გრადუსი სითბო იქნება, 5 ივლისს ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, თუმცა შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 6 ივლისს +32 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმა ელჭექით იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში +40 გრადუს  სითბოს პროგნოზირებენ, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 4 ივლისს +35 გრადუსს ვარაუდობენ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანომკლე წვიმა ელჭექით, 5 ივლისს +30 მოსალოდნელია უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, 6 ივლისს ზოგიერთ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმას ელჭექით და +33 გრადუსს პროგნოზირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics