02:19 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 14:12:02, 2020 ნახვა

საზოგადოება
წავკისში წლის ბოლომდე 14 ქუჩა მოეწყობა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და  მთაწმინდის რაიონის გამგებელ გელა არჩვაძესთან ერთად, წავკისში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის მერი იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 აღნიშნულ მისამართზე, 5 600 კვ. მეტრზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, სადაც პროექტის ფარგლებში, 187 გრძივი მეტრი სანიაღვრე კიუვეტი მოეწყო.

დავით ნარმანიამ, გიგა ნიკოლეიშვილმა და გელა არჩვაძემ  გურამიშვილისა და ამაღლების ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს.

გურამიშვილის ქუჩაზე, 2 430 კვ. მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა 315 გრძივი მეტრი სანიაღვრე კიუვეტი. ამაღლების ქუჩაზე კი 5 022 კვ. მეტრზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

ნარმანიას  თქმით, თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება  თბილისს შემოერთებული ტერიტორიების მოწესრიგების შესახებ შესრულებულია. ამისათვის რამდენიმე დასახლებაში გზები პარალელურ რეჟიმში  კეთდება და ეწყობა სანიაღვრე  სისტემა. ინფრასტრუქტურა იქნება უფრო გამართული  და ეს დასახლებები საცხოვრებლად  გაცილებით უფრო მიმზიდველი გახდება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მიმდინარე წლის ბოლომდე, წავკისში კაპიტალურად კიდევ 14 ქუჩა  გაკეთდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics