02:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 12:08:18, 1705 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 24 წელი გავიდა.

დღეს, ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი მებრძოლების გმირობის ისტორია გაიხსენა.

გმირთა მოედანზე თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე იმყოფებოდნენ. ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის ვეტერანებიც მივიდნენ.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics