|
2017-06-29 15:57:51, 1446 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ და თსუ საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, "თიბისი ბანკი" და თსუ საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით იწყებენ თანამშრომლობას. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად შემუშავება და განხორციელება, როგორებიცაა: ქართული ენის განვითარება პროექტის #წერექართულად ფარგლებში; ელექტრონული წიგნების სახლის "საბას" - ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა; სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროგრამების განხორციელება; სპეციალურად უნივერსიტეტისთვის მათივე მონაწილეობით აქტივობების ორგანიზება და ჩატარება; სხვადასხვა სახის ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ახალ თაობაზე. "დღეს "თიბისი ბანკისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის სტანდარტული ხელშეკრულება. ის ძირითადად ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც გვინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განვახორციელოთ", - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. თსუ-ის რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ "თიბისი ბანკს" ბევრი სხვა კომერციული ორგანიზაცია მიბაძავს და მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. "ძალიან საინტერესო მემორანდუმია. მგონია, რომ თანამშრომლობის ახალი ფორმაა, როდესაც კერძო ბიზნესი, ამ შემთხვევაში ბანკი, მოდის თანამშრომლობაზე სრულიად უსასყიდლოდ. ეს კორპორატიული, სოციალური დახმარებაა და ასეთი ტიპის პარტნიორობა საქართველოში ახალი ხილია. კარგია, რომ ეს ფორმატი შედგა. ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, დაწყებული სტუდენტების სტაჟირებიდან დამთავრებული ქართულ ენაზე ზრუნვით, იმით, რომ ელექტრონული ბაზები უნდა შეიქმნას. ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა, რომელიც იმედია მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან ბევრი სხვა პარტნიორიც გამოჩნდება, რომელიც "თიბისი ბანკივით" საკუთარ წვლილს შეიტანს ამ საქმიანობაში", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბადრი ჯაფარიძის თქმით, თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის პარტნიორობა ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს, უნივერსიტეტის სტუდენტებს. "არის განზრახული, რომ შეიქმნას სპეციალური პროდუქტები, რომლებიც იქნება გამიზნული სწორედ სტუდენტებისათვის. ამასთან, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პარტნიორობა ძალიან ბევრ კარგ საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ მოხდეს სხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის ანალოგიური პარტნიორობის შექმნა, რადგან ის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ორივე დაწესებულებისთვის. მსურს, რომ მსგავსი პარტნიორობის პრეცენდენტი საქართველოში ბევრი იყოს", - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. გარდა მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტებისა, "თიბისი ბანკი" უნივერსიტეტს გაუზიარებს გამოცდილებას მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის მიმართულებით.
(R)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)