|
2017-06-19 17:35:48, 1918 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება, მის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში. "მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები. საქართველოს დელეგაცია მწვავედ დასვამს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის, მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობას, როგორც დაუსჯელობის სინდრომისა და ეთნიკურ საფუძველზე დისკრიმინაციის აღკვეთის მნიშვნელოვან ფაქტორს. ჟენევის მოლაპარაკებებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, ხელი დააფარონ მკვლელს, ნეგატიურად აისახება სამშვიდობო პროცესებზე. საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიჩენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ და არსებით მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფებში. საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის",-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)