|
2017-05-21 16:12:02, 1910 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება დოქტორ ჰასან როუჰანის ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს "თქვენო აღმატებულებავ, მსურს გულითადად მოგილოცოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და წარმატება გისურვოთ თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა კვლავ გამორჩეული იქნება როგორც ირანის, ასევე ჩვენი რეგიონის კეთილდღეობის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც პოზიტიურად აისახა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული კონტაქტების განმტკიცებაზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შეხვედრისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობა. თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ თქვენს სამომავლო საქმიანობაში მეგობარი ირანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)