08:59 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 13:23:00, 1741 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში" მონაწილეობს, რომელიც იორდანიაში იმართება.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ იორდანიის პრინცი ალ ჰუსეინ ბინ აბდულა მეორე, ესპანეთის მეფე ფილიპე მეოთხე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი და სხვები.

სპიკერებმა რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ფორუმის გახსნას დაესწრნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.

იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი დღეს იორდანიის მეფესა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics