00:26 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 13:00:42, 1849 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე ზალბერზე: ვფიქრობ, ამ ამბის ლოგიკური გაგრძელება სხვა კანდიდატით ჩანაცვლება იქნება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით,  ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის,  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერის ქმედება სრულიად მიუღებელია.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება ჰერბერტ ზალბერის სხვა კანდიდატით ჩანაცვლებაა:

"ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება. შესაბამისი  კომუნიკაცია შედგა  ევროკავშირთან, ვფიქრობ, ლოგიკური გაგრძელება იქნება ამ ამბის,  რომ ჩანაცვლდეს  პროცესში მონაწილე კონკრეტული პირი სხვა კანდიდატით'", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics