02:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 14:54:25, 1914 ნახვა

პოლიტიკა
იოჰანეს ჰანმა ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეაფასა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანს შეხვდა.

საგარე უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ მიულოცა ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის შემოღება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე წარმატებით სარგებლობენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკაშირთან დაახლოების პროცესში შემდგომი ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა მთავრობის ძალისხმევა ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრების მიმართულებით, ასოცირების შეთანხმების თანახმად.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების საკითხს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს. ამ კონტექსტში, განხილულ იქნა სამომავლო ნაბიჯები, მათ შორის საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსების თემა, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსივე ქვეყნისთვის კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების გზით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics