|
2017-05-05 12:16:48, 2087 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლა გაიხსნება
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლა გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპული სკოლის გახსნის იდეა იოჰანეს ჰანს ეკუთვნის. „ევროკომისიასთან ერთად ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნას. ეს იდეა ეკუთვნის იოჰანეს ჰანს, რომლისთვისაც მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ეს სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებას”,-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)