|
2017-05-05 10:45:13, 1930 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იოჰანეს ჰანს ხვდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე მოაწერენ ხელს. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)