|
2017-05-04 21:44:22, 2361 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი სახალხო განხილვების პროცესში მონაწილეობას მიიღებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის მოხარულია, რომ პრეზიდენტი სახალხო განხილვების პროცესში მონაწილეობას მიიღებს. „დარწმუნებული ვარ, რომ განხილვების ყველა მონაწილე მაქსიმალურად იქნება ფოკუსირებული იმაზე, რომ შეხვედრების შინაარსი და განხილვების პროცესი იყოს კონსტრუქციული და კონცენტრირებული იმაზე, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ“, - დასძინა ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, თამარ ჩუგოშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილს შეხვდა, სადაც კომისიაში პრეზიდენტის ჩართვის ფორმატზე ისაუბრეს. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვალ საერთო სახალხო განხლვები იწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)