|
2017-05-04 21:19:20, 2211 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: პრეზიდენტი საერთო სახალხო განხილვებში ჩაერთვება, თუმცა, ხვალინდელ შეხვედრას ვერ დაესწრება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრაზე ყველა ძირითად პრინციპზე შეთანხმდნენ და ყველა დეტალი გაიარეს. მისივე თქმით, ხვალ, გიორგი მარგველაშვილი საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს ხვდება. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვალ საერთო სახალხო განხლვები იწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)