|
2017-05-04 09:46:32, 1841 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ერთი წამით ეჭვიც არავის ეპარება, რომ ზუსტად ასეთი სულისკვეთება გააჩნია აშშ-ის პრეზიდენტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს კონგრესმენების დონალდ ტრამპისადმი მიმართვას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად და ჩვენი მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად 30-მა კონგრესმენმა, წარმომადგენლთა პალატის წევრებმა გაუგზავნეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდამჭერი წერილი, სადაც ხაზგასმულია ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო მიუხედავად ოკუპაციის პრობლემებისა, არის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ანტიტერორისტული ოპერაციების. ასევე მხარდაჭერა არის გამოხატული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებისთვის, რაც ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მისასალმებელი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული კონკრეგრისის მიერ. ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის კუთხით ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ის. გასული 25 წლის განმავლობაში ეს ასე იყო და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაშიც ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ. ეს არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე განწყობა არის სენატშიც და ერთი წამით არავის ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ზუსტად ასეთი სულისკვეთება გააჩნია აშშ-ის პრეზიდენტს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)