|
2017-05-02 12:24:58, 1799 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ სირაძის განცხადებით, ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება. სირაძე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს და კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მოსახლეობას ტარიფების განახევრებას პირდებოდა, უკვე მერამდენედ ხდება გაზის ტარიფის მატება ივლისიდან კიდევ მოხდება გაზის ტარიფის ზრდის შემოპარება, რაც ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. გაზის ტარიფის ზრდა ასევე გამოიწვევს სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გაძვირებას. ეს არის, კახა კალაძის არაკომპეტენტურობის და ოცნების მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. მათ ვერ მოახერხეს ინვესტიციების მოზიდვა, ხდება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულებების დადება, შეგახსენებთ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხს, ასევე სასამართლო დავებს „რაოეესთან“, ყაზტრანსგაზთან“. მათი ოთხ წლიანი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ჩვენ მივიღეთ გაუფასურებული ლარი, თავის მხრივ კი ვღებულობთ ტარიფების ზრდას. გასულ პარასკევს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიში, სადაც გამოჩნდა, რომ საქართველომ 2016 წელს 6,4%-ით ნაკლები გაზი მოიხმარა ვიდრე 2015 წელს. შეგახსენებთ, კალაძე აცხადებდა, რომ გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი იყო „გაზპრომიდან“ გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა, რამაც განაპირობა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულების გაფორმება „გაზპრომთან“ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ კალაძე იტყუებოდა და მოხდა პირიქით. ეს არის მინიმუმ თანამდებობის ბოროტად გამოყენება სასურველი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც თავის მხრივ შეიცავს კორუფციის ნიშნებს. იმ პერიოდში, კალაძის გამოსვლები იმდენად პანიკური იყო, რომ „შაჰ დენიზის“ კონსორციუმმა შარშან გამოყო 500მლნ.მ3 გაზი დამატებით, რომლიდანაც საჭიროების არ არსებობის გამო არც გვისარგებლია, ესეც მიუთითებს კალაძის ტყუილზე გაზრდილ მოხმარებაზე“, - ნათქვამია სირაძის განცხადებაში. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს, თუ რა ღონისძიებებს ატარებენ ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლად. პარტია ასევე პროკურატურას მიმართავს და ენერგეტიკის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მოტივების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)